რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავი აღინიშნა.
გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, თემის დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, დღევანდელი დღე 92 წლის ვეტერანს, შაქრო დონაძეს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში 10 ომის ვეტერანი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს 600 ლარი გადაეცა, ასევე, თანხებია გამოყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან.
მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების წვლილი უმნიშვნელოვანესია, მათ გამოიჩინეს გმირობა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლეს მშვიდობისა და გამარჯვებისათვის.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა