ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 324 576 ლარს შეადგენს. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.