სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ წესი–ურავის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
30 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე საათით ჩაიკეტა, თუმცა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გზა აღდგა და ამ ეტაპზე გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და პერიოდულად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.