სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში, სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება;
ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო რწმუნებულსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;
ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ერთზე მეტ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარიულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.