წელს ,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონიდან 262-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი 173 აბიტურიენტი გახდა, 100%-იანი დაფინანსება 9 მათგანმა მოიპოვა, 15-მა 70%-იანი, ხოლო 27-მა აბუტირიენტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სოფ.გოგოლათში იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც რეგიონიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვეს. სასწავლო წლის დაწყებამდე, მხარის გუბერნატორმა ახალგაზრდებს მთიანი რეგიონის განვითარების სამთავრობო გეგმაზე მიაწოდა ინფორმაცია. ახალგაზრდებმა კი, რწმუნებულს რეგიონის განვითარების შესახებ თავიანთი ხედვა გაუზიარეს და საკუთარი პროფესიით, მხარის განვითარების გეგმები გააცნეს.