ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებით გაიმართა.