სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა.
თემური ჩანქსელიანი პროფესიით აგრო-ეკოლოგია.
1995-1997 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის სასწავლებელში;
1997-2002 წლებში დაასრულა ქ. თბილისის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აგრო-ეკოლოგიის სპეციალობით;
2006 წელს სწავლობდა ქ. ქუთაისის ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში;
2008-2010 წლებში გავლილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სასწავლო კურსები.
აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
2006-2008 წლებში იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი;
2008-2009 წლებში შსს პოლიციის ლენტეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;
2009 წლიდან დღემდე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.