სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველა მეთორმეტეკლასელს!
განსაკუთრებულად გილოცავთ ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან დღეს. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და ცხოვრების ახალ გზაზე სწორი ნაბიჯების გადადგმას. დარწმუნებული ვარ, რომ მთელს თქვენს ენერგიას მომავალშიც სწავლას და განვითარებას მოახმართ, ასახელებთ ქვეყანას და რეგიონს!
მადლობას გიხდით პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, თქვენ ზრდით ჩვენს მომავალს!
პაპუნა მარგველიძე- სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.