გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი გადასცა.
აღნიშნული ტექნიკა, პროექტის მენეჯერმა თინათინ ტყეშელაშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს- ზვიად მხეიძეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სავანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან- ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად გადასცა.
კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომპიუტერული ტექნიკა მოხმარდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონულად სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებას.
ჩამოთვლილი პროდუქციიდან 5 სკანერი და 5 პერსონალური კომპიუტერი მერის წარმომადგენლებს დაურიგდებათ. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ დაეხმარონ მოსახლეობას დისტანციურად მიმართონ მუნიციპალიტეტს და ელექტრონულად მიიღონ სასურველი მომსახურება.