სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა.
გუბერნატორი ადგილზე გაეცნო სამსახურების საქმიანობას, მათთან ერთად განიხილა აღნიშნულ სფეროებში არსებული პრობლემური საკითხები და მოისმინა ინფორმაციები მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
გუბერნატორმა რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს მხარის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო და მოისმინა მათი შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.