ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედულაში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონებს, 93 წლის თამარ და 83 წლის ლენა ჯაფარიძეებს დამდეგი შობა-ახალი წელი ტკბილეულითა და საჩუქრებით მიულოცეს.
ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, კიდევ უფრო, მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და ხელშეწყობა.