7 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან-გოჩა ენუქიძესთან და მხარის რწმუნებულთან-არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, რაჭაში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ➡ვიცე-პრემიერმა, რაჭაში ადგილობრივებს გააცნო გადაწყვეტილება მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ ➡ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წინა საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა, მაგრამ შენობა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა ➡ახალ, ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც ➡პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5,5 მილიონ ლარზე მეტი იქნება