სახალხო დღესასწაული "ონელობა - 2022" გალა კონცერტით - ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავის გახსნით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიების მიმდინარეობისას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2022 წლის საპატიპო ონელები : გოჩა ენუქიძე, ზურაბ კიკნაძე, გია ბერიშვილი, ვალერიან გძელიშვილი, აზამატი ჯაფარიძე, ჯემალ ბერუჩაშვილი, ვასო მაისურაძე, 2022 წლის ღვაწლმოსილი ონელები: ელეონორა ნანიშვილი, ლამარა გამყრელიძე, ეთერ მოსიაშვილი, ნონა ბაკურაძე, ავთო ცხვედიანი, ნელი ჩიკვილაძე, ასევე 2020-2021 და 2021- 2022 სასწავლო წლების მედალოსანი ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
ონელობის დღესასწაული მიულოცეს სტუმრებს რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინე კობახიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.
სადღესასწაულო განწყობა გალა კონცერტით “შქმერის მთა გადავიარე... ზურა ბაკურაძე” გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლები “ქართული ხმები”, “რუსთავი”, „თეატრალურის კვარტეტი“, ასევე ზურა ბაკურაძის მეგობრები.
სახალხო დღესასწაულზე „ონელობა-2022“ საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.