ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, საზოგადოებრივი მომსახურეობის სივრცე მოეწყო.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, დასრულებული საზოგადოებრივი მომსახურეობის სივრცე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
‘’მოქალაქეთა მომსახურეობის ბიურო’’ წარმოადგენს ,,ერთი ფანჯრის’’ პრინციპით მოქმედ მომსახურეობის სივრცეს, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს, უზრუნველყოფს დროულ და კვალიფიციურ მომსახურეობას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 67, 777 ლარი შეადგინა, გრანტის სახით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მიერ დაფინანსდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ‘’განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.