27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკო.
„ 25 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა როგორც აფხაზეთს, ასევე დანარჩენ საქართველოს. დღეს არის გლოვის, ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის და ამავდროულად იმედის დღე, რომ საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი ახლო მომავალში კვლავ განამტკიცებს ქვეყნის მთლიანობას. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ გმირთა მემორიალთან.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე დაუშვეს.