✔️ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წესი-ურავის საავტომობილო გზა გახსნილია და გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა მეწყრულმა პროცესებმა წესი- ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ ეტაპისთვის გზა გახსნილია.