24 მარტს,სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ქ. ამბროლაურში სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა.
"სანო კლინიკა" სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან და ,,აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლურად გახსნა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტის არსებობა,რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის აპარატურით, ძალიან მნიშვნელოვანია ქ.ამბროლაურის მოსახლეობისთვის.
პროექტის ფარგლებში გაერთიანებულმა ბენეფიციარებმა 10000 ლარიანი გრანტი მოიპოვეს.