ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება და ხაზი გაუსვა პროცესში რეგიონების ჩართულობის მნიშვნელობას.
საზღვარგარეთ დროებითი სეზონური დასაქმების შესაძლებლობას, წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს სახელმწიფო რწმუნებულებმა და პროცესში აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.
ვრცლად: http://stratcom.gov.ge/s/66149