ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა. ოყურეშის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა.
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კეთილმოეწყობა სკოლის გარე პერიმეტრიც.