6 ივნისს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და გუბენატორის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ცაგერში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს.
✔️ ქ.ცაგერში მიმდინარეობს N2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს
„TU-KA”. სახელშეკრულებლო თანხაა 354 217 ლარი.
დაწყება–დასრულების ვადებია 28.03.2018–31.08.2018წწ.
✔️ ქ.ცაგერში მიმდინარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „მმგ“. სახელშეკრულებლო თანხაა 307 170 ლარი. დაწყება–დასრულების ვადებია 31.08.2018–18.06.2018წწ.
✔️ ქ.ცაგერში მიმდინარეობს უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაცია. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ჯეო მშენებელი“. სახელშეკრულებლო თანხაა 140 035ლარი. დაწყება–დასრულების ვადებია 12.04.2018–31.07.2018წწ.