✔რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქალაქ ამბროლაურში გასვლითი საკომიტეტო მოსმენა გამართა. ✔შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე ,პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი-გოჩა ენუქიძე, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხები და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული გამოწვევები განიხილეს. ✔სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ✔ მანვე დამსწრე საზოგადოებას, ორი დღის წინ, წყალტუბოში გამართული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, ფორუმზე რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსიები გაიმართა.