სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშილი, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა.
სოფელ ლაჯანასა და ორბელში, მცხოვრებ ინეზა მახორობლიძის, მიხოსა და დათო სილაგაძეების ოჯახს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
სილაგაცეების ოჯახს ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, შესაბამისად მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აღნიშნულ პრობლემას ადგილზე გაეცნენ.
წინასაახალწლო ჰუმანიტარული აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება და ყველა იმ მოწყვლად ჯგუფს შეეხება, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დახმარება.