სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ ქალთა საერთაშორისო დღე ახალშობილის დედას ნანა ლებანიძეს პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
მოსე მესხაძე ამბროლაურის ჯანდაცვის ცენტრში 8 მარტს დაიბადა, ის მშობლებისთვის მეორე შვილია.
‘’უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ნანას მეორე შვილის შეძენას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს და ბედნიერებას. ცნობილია, რომ ჩვენი რეგიონი დემოგრაფიული კუთხით უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, სწორედ ამიტომ დღეს რაჭას ყველაზე მეტად ბავშვების სიმრავლე სჭირდება’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ