31 მაისს, ცაგერის კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც საქართველოს 27-ე ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ ფრენბურთელთა კლუბ ,,ცაგერს'' საქართველოს პირველობა მიულოცეს.
გამარჯვებულ გუნდს მიღწეული წარმატება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ მიულოცა, მუნიციპალიტეტის მერიამ კი მათ, საჩუქრად 5000 ლარი გადასცა.
საზეიმო კონცერტს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ