ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 299 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით მხეიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალი კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული აქტივობების გაზრდას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.