შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად სოფელ გლოლასა და სოფელ ღარში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
თეა ახვლედიანის ინიციატივით ასევე სოფელ ღარში შედგა მოსახლეობასთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაეცნო მათ საჭიროებებს და გამოთქვა მზაობა სამომავლო დახმარებისათვის.
აღნიშნული სოციალური დახმარების აქცია ჯამში 8 რეგიონში განხორციელდა.
კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური დახმარება გაეწიათ კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.
გიორგი მაქარაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს და UNICEF-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.
ნაკლების ნახვა