6 სექტემბერს არჩილ ჯაფარიძე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.
შეხვედრისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების პირობებში, განათლებული ახალგაზრდა თაობა განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი წინაპირობაა.
არჩილ ჯაფარიძემ სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი დაფინანსება ხუთმა ახალგაზრდამ მოიპოვა.