ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო- სააღმზრდელო სივრცე შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა განახლებული ინვენტარით. იგი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
️დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარ დეპუტქტთან გოჩა ენუქიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა. ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს განახლებულ სივრცეში სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.