რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე საზეიმო ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საზეიმო ღონისძიებებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, იმ ამაგისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული ახალგაზრდის მიმართ იჩენენ .