11 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ასლან საგანელიძესთან ერთად, ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მშენებარე სტადიონის მეორე რიგის სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ითვალისწინებს დამხმარე მოედნის, ტრიბუნების, სპორტსმენებისათვის გასახდელებისა და საშხაპეების, მისასვლელი გზის და საპარკინგე ადგილების მოწყობას. სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს და UEFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 515 000 ლარს შეადგენს.
არჩილ ჯაფარიძე ასევე ადგილზე გაეცნო მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრის მშენებლობის პროცესს. სანაპირო ზოლის შემდგომი განაშენიანებისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობის მიზნით, ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულას დამცავი ჯებირების მოწყობა მიმდინარებს.
გუბერნატორმა მერთან ერთად მოინახულა ქ. ამბროლაურში, ი. გოგებაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩებზე გზების სამშენებლო სამუშაოები.
ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა.