სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშილი, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისსა და სოფელ ონჭევში მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა.
მარტოხელა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი ტკბილეულითა და სასურსათო ნობათით მიულოცეს, ასევე პირველადი მოხმარების სხვადასხვა ნივთები მიუტანეს.
ახალი წლის წინა პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დახმარება რათა ბედნიერები და გახარებულები შეხვდნენ დამდეგ 2021 წელს!.