26 აგვისტოს, ქ.ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა. საზეიმო წირვა-ლოცვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა, წირვის დასრულების შემდეგ კი, მოეწყო ლიტანიობა წმ.მაქსიმეს სახელობის ტაძრამდე სადაც წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. სადღესასწაულო ღონისძიებებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და სხვა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა