რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, ‘’შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონის უფროსთან- მამუკა ქვათაძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებული ვითარების შესახებ.
‘’მნიშვნელოვანია, რომ სასმელი წყლის მიწოდება და წყალმომარაგება განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში, აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით განვახორციელებთ ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდებას.’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი-ქრისტინე კობახიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი- ზვიად მხეიძე ესწრებოდნენ.