პროექტ „ჩვენთვის და ჩვენთან ერთად“ ფარგლებში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „მომავლის ბანაკში“ გამწვანების აქცია მოეწყო, სადაც სტუდენტებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მიიღეს მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში სულ150 ცალი ნაძვისა და სოჭის ნერგი დაირგო, რომლებიც შაორის „მომავლის ბანაკს'' ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსასყიდლოდ გადასცა.