✔️ 23 ივლისს, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში არსებულმა ეკოტურიზმის ჯგუფმა პრეზენტაცია გამართა.
✔️ პროექტი სახელწოდებით " გაეცანი რაჭას ჩვენთან ერთად" რაჭის ისტორიის გაცნობასა და არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას გულისხმობს.
✔️ ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები რაჭაში არსებული სოფლების შესახებ, ისაუბრეს სოფლების დაარსების ლეგენდებზე და ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე.
✔️ პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✔️ გუბერნატორმა შეხვედრაზე აღნიშნა,რომ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა მხარის ისტორიის გაცნობასა და მის პოპულარიზაციაში, მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ერთ–ერთი საწინდარია.
✔️ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს