დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, საჩუქარი გადაეცათ მოსწავლეებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და გამოირჩევიან სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით.
საჩუქარი მიიღო ჭრებალოს, ურავის, ნიკორწმინდის, ჭელიაღელისა და სადმელის საჯარო სკოლების 6-მა მოსწავლემ.
აღნიშნული სოციალური პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის მოტივაციის ამაღლებას.