✔️22 მარტს, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ცაგერში,ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დაათვალიერა. ✔️რწმუნებულმა პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები, რომლის სიგრძე 1250 მ-ს შეადგენს. ✔️ პროექტის ფარგლებში მოეწყო : ↘️ცაგერი-ორბელის გადასახედი; ↘️მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები და კლდეზე დაკიდებული საფეხმავლო ბილიკი; ↘️წითელი კლდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გადასახედი; ↘️ღვირიშის ჩანჩქერზე საფეხმავლო ბილიკი; ↘️ასათიანის წყაროს მიმდებარე ტერიტორია; ↘️წყალტუბო-ცაგერის გზის 38-ე კმ.ზე მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია; ↘️სოფელ ჩქუმში "ცივი ქვის " მიმდებარე ტერიტორია. ✔️ ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, ცაგერში 625 570 ლარი დაიხარჯა.