წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გახსნილია ამბროლაურში, სადაც გამოცდას 120 - მდე აბიტურიენტი აბარებს.
საგამოცდო ცენტრი, პირველად რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნა, გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა აღარ არის საჭირო, რაც აბიტურიენტებს აძლევთ, როგორც დროის ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას.
️რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან- ლევან საბაურთან ერთად ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა სადაც წარმატებები და მაღალი შედეგების მიღება უსურვა აბიტურიენტებს.
აბიტურიენტები 3 ივლისს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნული გამოცდებს აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა, 45 000-ზე მეტი გამოსაცდელი აბარებს.
საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბითაა გახსნილი. ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.