19 მარტს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული,სოციალური და კულტურული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
გუბერნატორმა ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურის უფროსებისგან პირადად მოისმინა ინფორმაციები სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ