გილოცავთ შობა–ახალ წელს!
მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი თქვენთვის, ჩვენი მხარისა და სრულიად საქართველოსთვის!
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს წინსვლისა და განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლების და საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა.
გასული წლები მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამები... სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები აღარ არსებობს. დიდი სურვილის მიუხედავად ყველაფრის ერთად მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი თუ პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საკუთარ ფუძეზე დამაგრებისთვის.
ყოველი ახალი წელი ახალი იმედის მომტანია. ვისურვებდი, რომ 2018 წელი ერთ–ერთი საუკეთესო ყოფილიყოს ჩვენი მხარისა და ქვეყნისთვის!
წინსვლას და წარმატებას გისურვებთ!
არჩილ ჯაფარიძე
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი