რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პარმენ მარგველიძემ საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
‘’უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს გამოცხადებული ნდობისა და შესაძლებლობისთვის, კვლავ დავიკავო სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა. აღნიშნული პოზიცია ჩემთვის არის პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვემსახურო საკუთარ რეგიონს და ჩემი წვლილი შევიტანო თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. წარსული გამოცდილება და მაღალკვალიფიციური გუნდი მაძლევს იმის გარანტს, რომ დროულად და ეფექტიანად ვუპასუხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
მიუხედავად გლობალური პანდემიით შექმნილი მდგომარეობისა, აქტიურ რეჟიმში განხორციელდება რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და იმ პრიორიტეტული პროგრამების განხორციელება, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
კიდევ ერთხელ მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ’’- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა -პარმენ მარგველიძემ.