რაჭაში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები (გლაუკომა, კატარაქტას ექსტრაქცია, ექტროპიონი, ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით) მიმდინარეობს.
ოპერაციებს პროფესორი საშა ალექსიძე დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ატარებს, პაციენტები კი საოპერაციოდ ოფთალმოლოგმა იზა ცხვედიანმა მოამზადა.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში, 8-12 ივნისს, ოფთალმოლოგიურ ოპერაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 45-მდე პაციენტი გაიკეთებს.
ოფთალმოლოგიური ოპერაციების მიმდინარეობას რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნენ.
გუბერნატორის ადმინისტრაცია ჯანმრთელობას გისურვებთ