ქ. ამბროლაურში, დასრულდა ბრატისლავა–რაჭის ქუჩის N15–ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 131 000 ლარი შეადგინა.
ახლადრეაბილიტირებული კორპუსი სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით მხეიძემ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად სიმბოლურად გახსნეს.