ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 894 ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი შეიქმნა
️აღნიშნულთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-პაპუნა მარგველიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილესთან- თომა დეკანოიძესთან და საქართველოს მოქმედი ოფისის თანამშრომლებთან გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და მათთვის იმ სიკეთეების გაცნობა, რასაც აღნიშნული პროექტი მოიტანს.
დაცული ტერიტორიების დაარსება, უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ჩართვას ტურისტულ სერვისებში.
აღსანიშნავია, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების ფარგლებში, შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს - ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.
️შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე-ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი-სერგი ხიდაშელი და მისი მოადგილე- გიორგი ნოდარიშვილი.