22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა!
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ქ. ამბროლაურში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
️დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ -ქრისტინა კობახიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და განხორციელდა დაზიანებული წიწვოვანი ნარგავების გამაგრებითი სამუშაოები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით დასუფთავდა ‘’კრიხულას სანაპირო’’.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ჩვენს ლამაზ კუთხეს და ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე.