რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე სახელმწიფო რწმუნებულთან- პაპუნა მარგველიძესთან და რწმუნებულის მოადგილესთან -ქრისტინა კობახიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს-ზვიად მხეიძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს- ასლან საგანელიძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. იმსჯელეს ზოგიერთი მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ისაუბრეს იმ ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტში ახალგაზრდების მეტად ჩართულობას.
️შეხვედრის ფორმატში ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში კულტურის, ტურიზმის, სპორტის და სხვადასხვა სფეროების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.