გუბერნატორის პირველ მოადგილედ დავით ღუდუმიძე დაინიშნა
რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გუბერნატორის პირველ მოადგილედ დავით ღუდუმიძე წარადგინა.
დავით ღუდუმიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ–მეტალურგის სპეციალობით და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.
2013 წლიდან იგი რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერ გუბერნატორის აპარატის, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობებს იკავებდა.
1990–97 წლებში მუშაობდა ტრესტ ,,იჟმშენში“ უფროს ინჟინრად. 1997–2013 წლებში კი იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებს