სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა.
ლაშა ჭიჭინაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. სხვადასხვა დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.
2017 წლიდან დღემდე არის მოქმედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
2017 წლიდან დღემდე არის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
2019 წლიდან დღემდე იკავებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერის პოზიციას.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.