დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა- ქრისტინე კობახიძემ ‘’ ‘’საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება’’-სა და ფონდ “Fair Tree fund’’ -ის წარმომადგენლობასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ფონდ “Fair Tree fund’’-ის მხარდაჭერით იწყებს 3 წლიან ‘’პროფესიული შინ მოვლის პროექტს’’ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირების, სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ბენეფიციარებს ემსახურება მაღალკვალიფიციური მულტიდისციპლინირებული გუნდი (ექიმი,ექთანი, ექთნის ასისტენტი,სოციალური მუშაკი, ოჯახის დამხმარე, ტექნიკური ასისტენტი).
შეხვედრის მიზანს პროექტის გაცნობა და განხილვა წარმოადგენდა, ასევე იმსჯელეს სამომავლოდ პროექტის მთელი რეგიონის მასშტაბით რეპლიკაციაზე და განხორციელებაზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ‘’საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება’’-ს მის პრეზიდენტს- ნათია ლოლაძეს და ფონდ “Fair Tree fund’’-ის წარმომადგენლობას მათ მიერ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში გაწეული საქმიანობისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდა.