სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა,რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%–იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
2017 წელს რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიიონიდან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 199 ახალგაზრდა ჩაირიცხა. მათგან 6–მა100%–იანი, 10–მა 70%–იანი, 24–მა კი 50%–იანი დაფინანსება მოიპოვა
გუბერნატორმა ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.